ეს არის ჩემთვის ცნობილი ენერჯაიზერების სერიიდან პირველი, რომელსაც გაგაცნობთ თქვენ. საჭიროა 5 ან მეტი მონაწილე, საიდანაც ამოირჩევა 1 მოხალისე და გავა ოთახიდან ან ნებისმიერ ისეთ ადგილას სადაც დანარჩენი მოთამაშეების ხმას ვერ გაიგებს.
დარჩენილმა მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ ვინ არის მოხალისე: ცნობილი პროფესია, ცნობილი ადამიანი, ნივთი ან ცხოველიც კი, რათა პროცესი მეტად საინტერესო გავხადოთ 😃
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოიხმეთ მოხალისე, დაუსვით კითხვა "ვინ ხარ შენ?" და მოთამაშეებმა რიგრიგობით განასახიერეთ არჩეული ვინაობა საუბრის გარეშე, ანუ მოძრაოებიბსა და სხვა არავერბალური ჟესტების მეშვეობით უნდა მიახვედროთ ვინ არის მოხალისე. რომელი მოთამაშის მეშვეობითაც გაიგებს მოხალისე საკუთარ ვინაობას, ისაა "გამარჯვებული" და, ასევე, შემდეგი მოხალისე.
ძალიან საინტერესო ენერჯაიზერია, გარდა იმისა, რომ კარგად გაერთობით მეგობრებთან თუ კოლეგებთან ერთად, უკეთაც გაიცნობთ ერთმანეთს, ოღონდ უსიტყვოდ, რა თქმა უნდა 😁 💗

No comments:
Post a Comment