წითელი, ყვითელი, შავი...

  ალბათ ყელასათვის ნობილია თამაში "წითელი, ყვითელი, შავი"... მას ძალიან მარტივი მეთოდებით თამაშობდით ბავშვობაში, მეგობრებთან ერთად და იმედია კარგ დროსაც ატარებდით! თუმცა ახლა მინდა შემოგთავაზოთ ამ თამაშის განსხვავებული წესები.

  მოდი დავიწყოთ განმარტებიდან... თამაშში თითოეული ფერი რაღაც მოქმედებასთან იყო დაკავშირებული და მის შიმძაფრეასა თუ სირთულეზე იყო დამოკიდებული ფერი... მაგალითად წითელი იყო კოცნა, შავი კი შემორტყმა. მრავალფეროვნებისათვის ხშირად ვამატებდით დამატებით ფერებს დამატებითი მოქმედებებით და თამაში გრძელდებოდა მანამდე სანამ არ მობეზრდებოდა მოთამაშეთა უმრავლესობას, ასე თამაში კი ნამდვილად მოსაბეზრებელია... ხელმძღვანელი (ე.წ. "დედა") ირჩევდა "სამიზნეს", მოთამაშემ არ იცოდა ვინ იყო "სამიზნე" მაგრამ ზუსტად იცოდა რისი გაკეთება მოუწევდა!
  წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი შევატრიალეთ...
ანუ ხელმძღვანელი ირჩევს "სამიზნეს", რომელსაც მოთამაშეც ხედავს, მაგრამ თავად "სამიზნე" ირჩევს რომელი მოქმედება, რომელ ფერს შეუთავსოს და ჩუმად ეუბნება წამყვანს, ან უკეთეს შემთხვევაში ფურცელზე წერს. ამ დროს მოთამაშეს ორმაგი დავალება აკისრია და ორივე საკმაოდ რთულია:
1. უნდა ეცადოს რომ გამოიცნოს "სამიზნეს" ფსიქოლოგიის თუ სხვა ფაქტორების მიხედვით, რომელ ფერებს, რომელ მოქმედებებს შეუთავსებდა და აირჩიოს თავისათვის სასურველი. არჩევანი დიდი არაა, თუმცა ამ სამი ფერიდან და მოქმედებიდან მრავალი კომბინაციის შედგენა შეიძლება...
2. შეცდომისა თუ უნდა დაიმხსოვროს ამ ჯერად გამოყენებული კომბინაცია, რათა შემდეგი სვლისთვის მზად იყოს და გაუადვილდეს სწორი პასუხის შერჩევა, ვინაიდან რთულია როცა იცი, რომ ყვითელი შეიძლება შემორტყმას ნიშნავდეს, შავი კი კოცნას...

პ.ს. იმისათვის, რომ თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ, გირჩევთ, რომ "სამიზნემ" არ იცოდეს ვინ თამაშობს ამ ჯერზე, ანუ არ უნდა იცოდეს მისი დადგენილი კომბინაციიდან რომელი მოთამაშე აკეთებს არჩევანს... ეს სამიზნეს გაათავისუფლებს კონკრეტული ვალდებულებებისგან თუ კომპლექსებისგან და მოთამაშეს მისცემს თავისუფალი აზროვების უფლებას. რაც მთავარი, ამ "სამიზნეს" მალე თავად მოუწევს ფერის არჩევა...

პ.ს.ს. მეტი მრავალფეროვნეისა და ფართო არჩევანისათვის გირჩევთ 2 ფერი და მოქმედება დაამატოთ... ეს გაართულებს თამაშს, თუმცა მეტად საინტერესოს გახდის!

No comments:

Post a Comment